მამუკა მდინარაძე: შეთანხმების საბოლოო მიზანია საპარლამენტო მუშაობა იყოს რეალობასთან რელევანტური და ამ ქვეყნის განვითარებაზე ერთად ზრუნვა შევძლოთ
შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამოჩენას, ვნახოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თუ ჩვენ ვნახავთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციის მხრიდან, ასეთი კეთილი ნების გამორიცხვა არ შემიძლია. ერთადერთი მთავარი მიზანი იმის, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით და მედიაციით იქნება თუ მის გარეშე, ამის საბოლოო მიზანია საპარლამენტო მუშაობა იყოს რეალობასთან რელევანტური და ამ ქვეყნის განვითარებაზე ერთად ზრუნვა შევძლოთ. ეს მართლა შეიძლება თითოეული ქართველის ოცნება იყოს. თუ ამას შევძლებთ ამაზე უკეთესი წარმოუდგენელია რამე იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...
მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ
ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, –...
მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა,...