მამუკა მდინარაძე: ყველამ უნდა შეძლოს, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებსა თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს

Read Time:47 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველამ უნდა შეძლოს, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებსა თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ დღეს, არა მხოლოდ ხელისუფლება, ქვეყანა გადის ბეწვის ხიდზე ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული საოკუპაციო ომის გამო, ჩვენ გვიწევს ძალიან ფრთხილად, ბეწვის ხიდზე სიარული. როცა ამ დროს ვიღაცები ქვეყნის შიგნით ცდილობენ, ამ ხიდიდან გადაგაგდონ, ომში ჩაგრთონ და შემდეგ რაღაც ფრაზებით ცდილობენ ამის გამოსწორებას, ასე არ გამოვა, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს. როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაღაცნაირად ყველამ უნდა შეძლოს, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებსა თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს. დღეს ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეიძლება ცოტა სხვა იყოს და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეროვნული ინტერესი გადიოდეს სუვერენიტეტზე, მაგრამ პირველ რიგში ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი გამოწვევა არც უნახავს და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება, მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ომი 2008 წელს ჰქონდა