ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი გამოწვევა არც უნახავს და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება, მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ომი 2008 წელს ჰქონდა

Read Time:34 Second

ძალიან რთული დროა. ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი გამოწვევა არც უნახავს და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება, მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ომი 2008 წელს ჰქონდა, – ამის შესახებ კატარის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. ამ ომის დაწყების დღიდან, დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს დღევანდელი სტატუს-კვოა. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი და ვფიქრობ, არც არავინ იცის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ და სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ყველამ უნდა შეძლოს, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებსა თუ დავალებებზე მაღლა დადგეს და საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეს
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე იმსჯელეს