მამუკა მდინარაძე: როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია

Read Time:43 Second

როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობა“ არის მეორეადგილოსანი.

„თუ ახალი ძალები წამოვლენ წინ და ამ შემთხვევაში ადვილი იქნება კოალიციაზე საუბარი, მაგრამ როცა წარსულის უმძიმესი ცოდვების გარდა დღევანდელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური პარტია გყავს მთავარ ოპონენტად, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება – არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანამ წააგოს „ნაცმოძრაობასთან“ რომელიმე რაიონში. პირველ ტურში კახა კალაძემ ყველა დეტალთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება და მას არც აკრიტიკებდნენ. არ შედიოდნენ ამ თემებში, იმიტომ, რომ არ აწყობდათ. ახლა ჩვენ ამას დავამატეთ საკმაოდ ნეგატიური კამპანია, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური მეხსიერება ღალატობს, მასაც უნდა შევახსენოთ, ეს ადამიანები ვინ არიან და როგორ ალაგებენ ისიც „გაღმა შედავების“ პრინციპს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა წოწერია: 30 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს
Next post მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა – მას შემკამათებელიც კი არ ჰყავდა