მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა – მას შემკამათებელიც კი არ ჰყავდა

Read Time:35 Second

გულწრფელად მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა – შემკამათებელი არ ჰყავდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როცა „იმედი“ აღარ იყო თავისუფალი, იყო პატარა ტელევიზიები, მაგრამ დაფარვის ზონა არ ჰქონდათ. 90%-ზე გაცილებით მეტს ფლობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და როცა არ გყავს შემკამათებელი, 7-ჯერ გახსნი ერთ საავადმყოფოს, თითქოს რაღაც კეთდება. ამ დროს ნეგატივზე ტელევიზიით არავის საუბრობდა, სადღაც წვრილად ჟონავდა ინფორმაცია და ამ გაჟონვის პირობებში იმ სასტიკმა მმართველობამ წააგო არჩევნები 2012 წელს. დღევანდელ მედიაგარემოში ისინი 6 თვე ვერ გაძლებდნენ, ხოლო ჩვენ 47% ავიღეთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მერე, სააკაშვილი არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში შემოვარდნის ფონზე და ჩვენი გუნდიდან გასული ადამიანების ფაქტორიც არ დავივიწყოთ“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია
Next post იმ კანონებით რომ მივდგომოდით, რა კანონებიც სააკაშვილის დროს იყო, 30 წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა – კახა კალაძე მე-3 პრეზიდენტზე