მამუკა მდინარაძე: როდესაც მასწავლებელი აბულინგებს თავის მოსწავლეებს იმის გამო, რომ არ ეთანხმება მათ პოლიტიკოს მშობლებს, ეს არის ბოლშევიზმისა და ფაშიზმის სინთეზი

Read Time:1 Minute, 9 Second

არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც მასწავლებელი, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აბულინგებს თავის მოსწავლეებს იმის გამო, რომ არ ეთანხმება ამ მოსწავლეების პოლიტიკოს მშობლებს. წარმოიდგინეთ, ფაშიზმსა და ბოლშევიზმს ერთად თუკი რაიმე სახელი ეწოდება, არ ვიცი, მხოლოდ ეს შეიძლება დავარქვათ ამ საკითხს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხად​ა.

„ეს არის უმწვავესი საკითხი, რომელზეც პირადად მე ყურადღებით დავაკვირდები, ჩემს ამ პასუხს გაახმოვანებენ თუ არა ის ტელევიზიები, რომლებიც გარკვეულ მორალს უკითხავენ ხოლმე ადამიანებს. არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც მასწავლებელი, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აბულინგებს თავის მოსწავლეებს იმის გამო, რომ არ ეთანხმება ამ მოსწავლეების პოლიტიკოს მშობლებს. წარმოიდგინეთ, ფაშიზმსა და ბოლშევიზმს ერთად თუკი რაიმე სახელი ეწოდება, არ ვიცი, მხოლოდ ეს შეიძლება დავარქვათ ამ საკითხს. შეგნებულად არ დავაკონკრეტებ, რომელ სკოლაში მოხდა ეს. ასეთი რაღაცები არათუ უნდა დაიგმოს, ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა და იმიტომ ვიკავებ თავს ამ მოსწავლეების დასახელებისგან, რომ მათ არ მიადგეს უდიდესი ფსიქოლოგიური ზიანი და ტრავმა. ამას ახალისებს „ნაცმოძრაობის“ და მდიდარი ენჯეოსექტორის ლიდერების განცხადებები. ისინი გვერდით უდგანან იმ ადამიანებს, რომლებმაც ნამდვილად უღალატეს თავის დროზე ამ ქვეყანას. ჩვენ ასეთ პერსონალურ თავდასხმას ვერიდებით ხოლმე და ვამბობთ „ნაცმოძრაობაზე“. 6 ხელმომწერი ჰყავდა რეზოლუციას, რომელიც იყო და არის ღალატის მტკიცებულება. პერსონალური შტურმი არცერთ მათგანზე არასოდეს მიგვიტანია, იმიტომ რომ ოჯახები ჰყავთ“, – აცხადებს მდინარაძე.

მმართველი გუნდის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის პარალელურად იყო ბულინგი. ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. „ქართული ოცნების“ შეფასებით, კამპანია ლიბერალური ფაშიზმის ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქო: 14 მარტს, საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი – მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი
Next post ირაკლი კობახიძე: „იმედი“ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გარანტია. მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ მომავალში