მამუკა მდინარაძე: როდესაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს კანონპროექტი ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანია, მაგრამ მაინც რუსულ კანონს ეძახიან, ამის საფუძველზე არ შეიძლება რეალური პროტესტი წარმოიშვას

Read Time:49 Second

აგენტების შესახებ ამერიკული კანონპროექტების მიმართ მე შეიძლება თავიდან უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვიდრე დღეს, დღეს უფრო დავინახე საჭიროება იმ ფონზე, როდესაც სრული ლუსტრაცია მოხდა იმ ადამიანების, ვინც აღმოჩნდნენ ამ უკიდურესად სპეკულაციური პროცესების ავანგარდში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ შეიძლება ამის საფუძველზე რეალური პროტესტი წარმოიშვას. როდესაც შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანია, კოპირებული ვერსიაა და მაინც ეძახიან ამას რუსულ კანონს, ამის საფუძველზე არ შეიძლება რეალური პროტესტი წარმოიშვას. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც ეს დააჯერეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამ კონტექსტში მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის ჟურნალისტს შემდეგი კითხვით მიმართა:

„საიდან ფინანსდება თქვენი არხი? მთავარი არგუმენტია ამ დღეების განმავლობაში, რომ ისედაც გამჭვირვალეა ყველაფერი. სარეკლამო ბაზრიდან თქვენ შემოგდით რამდენიმე ერთეული მილიონი, რაც არის ძალიან ცოტა. საიდან მოდის დანარჩენი თანხები, საიდან მოდიოდა აქამდე? არათუ გამჭვირვალე, არამედ ყველაზე გაუმჭვირვალეა – საიდან ფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომელზეც საუბარია კანონში. სპეკულაცია და ტყუილი მდგომარეობს შემდეგში: ხალხმა, რომელმაც თავის დროზე ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა, ამ ხალხისგან რუსულზე მითითება არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ბინძური ფეიკი“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ