ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად

Read Time:1 Minute, 9 Second

ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავდა გამორჩეულად საამაყო მეფე, დავით აღმაშენებელი, რომლის დიდი ძალისხმევისა და გონივრული პოლიტიკის შედეგად XII საუკუნეში საქართველომ არნახულ ძლიერებას მიაღწია.

„ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად.

ჩემო მეგობრებო, საქართველოს ჰყავდა გამორჩეულად საამაყო მეფე, დავით აღმაშენებელი, რომლის დიდი ძალისხმევისა და გონივრული პოლიტიკის შედეგად XII საუკუნეში საქართველომ არნახულ ძლიერებას მიაღწია. ევროპაში იყო გავრცელებული ლეგენდა პრესვიტერ იოანე ხუცესის შესახებ, ამ ლეგენდარულ პერსონაში სწორედ ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი იგულისხმებოდა.
მისი მმართველობის დროს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი მანგანის აკადემიის ანალოგიით ორი დიდი აკადემია შეიქმნა – გელათის და იყალთოს აკადემიები, რომლებიც აღმოსავლურ უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ.

XII საუკუნეში საქართველოს მართავდა აღმაშენებლის მემკვიდრე თამარი, თამარ მეფე – კეთილგონიერებითა და სიბრძნით გამორჩეული ქალი, რომელიც არა დედოფლად, არამედ მეფედ იწოდებოდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩნდა მსოფლიოში პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ჩანასახი; ამ ეპოქის ნაყოფია ჩვენი არქიტექტურისა და ხელოვნების მრავალი შედევრი, მათ შორის, პოეტური ხელოვნების ერთ-ერთი მწვერვალი, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ქართველთა მსოფლმხედველობას. ენა, რომელზეც ეს უკვდავი ქმნილებაა დაწერილი, ერთ-ერთი უძველესია დღეს არსებულ ენათა შორის; ამ ენას ჩვენ დედა-ენას ვუწოდებთ, რადგან სწორედ იგია ჩვენი იდენტობის უმთავრესი საფუძველი, საიდანაც ქართული სული, ქართველის თვითშეგნება და მსოფლმხედველობა იბადება“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს, რომ მეღვინეობის უძველესი, 8 000 წლით დათარიღებული კვალი საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა
Next post მამუკა მდინარაძე: როდესაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს კანონპროექტი ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანია, მაგრამ მაინც რუსულ კანონს ეძახიან, ამის საფუძველზე არ შეიძლება რეალური პროტესტი წარმოიშვას