მამუკა მდინარაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“: ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ
ეს იყო საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და აღმაშფოთებელი ფაქტი, ამაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა უმაღლეს დონეზე საქართველოს და მის ხელისუფლებას, გამოწვეული იქნა ელჩი და პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური სვლა და განცხადება, რაც კი შეიძლება გაკეთებულიყო, გაკეთდა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ.
„ჩვენი ვალია, ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს რუსეთის მიერ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მსგავსი მიუღებელი აქტივობის მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე მეორე მიმართულება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიუხედავად ყველაფრისა, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის ლიდერმაც საერთაშორისო ნორმები უხეშად დაარღვია, აღიარებასთან დაკავშირებით არ იფიქროს. ჩვენ ამ გზაზე, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის გზაზე უნდა ვიაროთ ნებისმიერი რამის მიუხედავად.
ჩვენ 2 კვირაში მაგალითად გვაქვს ვიზიტი, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სადაც ველაპარაკებით სხვადასხვა ქვეყნებს, ძალიან პატარა, ბევრმა ადამიანმა სახელიც რომ არ იცის, ასეთი ქვეყნის წარმომადგენლებსაც და ასეთი ხდება ყოველწლიურად, მათ შორის, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ იმ ქვეყანასაც ამ თემაზე და ყველა გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული და მცდელობა არ დავაკლოთ სადამდეც კი შესაძლებელი იქნება. ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო, წარმოუდგენელი ამბავი იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ არაფრით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...