მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია მიდის ვაბანკზე, ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის, მოდი დამიჭირეთო და ამას აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მუხტი აწიოს და გამოვიდეს ,,გმირად“

Read Time:50 Second

„ნიკა მელია მიდის ვაბანკზე, ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის, მოდი დამიჭირეთო და ამას აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მუხტი აწიოს და გამოვიდეს ,,გმირად“, – ამის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც ნებისმიერი ბრალდებული მსოფლიოში არ იხდის გირაოს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. რაც აქვს დაკისრებული, გადასახდელი აქვს. დავანებოთ ნიკა მელიას ერთი წამით თავი – სამართლებრივად, ნებისმიერ სხვა ადამიანს, გამონაკლისის გარდა, თუ გირაოს არ გადაიხდის, უმძიმებენ აღკვეთის ღონისძიებას. სხვანაირად მოქცევა პროკურატურას არ შეუძლია.

თუ პოლიტიკური ქცევა უნდა დააბრალო პროკურატურას, ეს უნდა გააკეთო ერთადერთ შემთხვევაში – თუ სხვანაირად მოიქცევა – ანუ ისე თუ იქცევა, როგორც კანონში წერია და როგორც სხვა, ყველა ბრალდებულს ექცევა, მას პოლიტიკურ ქცევას ვერ დააბრალებ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკას მელიას პარტიის რეალური ლიდერი მოუწოდებს, რომ ციხეში წავიდეს. ეს ადამიანიც მიდის ვაბანკზე, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი საკითხები კარგად იცის, ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის, მოდი დამიჭირეთო და ამას აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მუხტი აწიოს და გამოვიდეს ,,გმირად“. ხტება ორმოში, რომ მერე სხვას დააბრალოს ორმოში ჩახტომა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთთან თამაშამდე, ბორჯღალოსნებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს.
Next post ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება