ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება

Read Time:33 Second

თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებისთვის კვლავ გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების ვალდებულება და მათივე ინფორმაციით, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება.

„პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ხვალიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. კერძოდ: აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა. ასევე, გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია მიდის ვაბანკზე, ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის, მოდი დამიჭირეთო და ამას აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მუხტი აწიოს და გამოვიდეს ,,გმირად“
Next post აშშ-ის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს