მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ოღონდ „ქართული ოცნება“ დააზიანონ და აზიანებენ დიდ ეროვნულ ინტერესს

Read Time:50 Second

პირველი ხელისუფლება ვართ, რომელსაც ომი არ ჰქონია, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობიანი, გრძელვადიანი, სტაბილური განვითარება. ამ პოლიტიკის ჩარჩოებში ვიქცევით ჩვენ. დღეს თუ ვინმე ვერ ასხვავებს რა მოცემულობა იყო და რა რიტორიკა იყო საჭირო 2014 წელს და რა განსხვავებაა დღევანდელობასთან, ეს ან ძალიან თავხედური მოტყუებაა ხალხის ან უგუნურობა, რომლისაც მე არ მჯერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პოპულიზმს სწირავს ძალიან დიდ რაღაცებს. პოპულიზმი იყო ისიც, რომ „ლელომ“ დაარეგისტრირა რეზოლუცია ლავროვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების საპასუხოდ. საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირეს რეზოლუცია, სადაც წერია რომ ჩვენ გვინდა ნატოში შესვლა. ამ დროს, ეს ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს კონსტიტუციაში 2017 წლიდან. ოღონდ პოპულისტურად გამოჩნდე, რომ ვითომ ხარ პროდასავლელი, გამოგდის ჩრდილოელის საქმის კეთება. ოღონდ „ქართული ოცნება“ დააზიანონ და აზიანებენ დიდ ეროვნულ ინტერესს. როგორ შეიძლება ასეთი პრიმიტიზმის დონეზე ჩაიტანო ეს ამბავი, როდესაც ხარ ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში მეორემ მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და ამასთანავე, გაქვს ბევრი მიმდინარე დავა რუსეთთან. განსხვავება 2014 წლის მდგომარეობასა დღევანდელობას შორის ეს არის. შენ მართლაც გჭირდება, რომ მართალი იყო ყველასთან და ყველაფერთან“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს ხელისუფლებაში, მინიმუმ, საქართველო პროვოკაციული დღის წესრიგის მსხვერპლი იქნებოდა
Next post ლევან იოსელიანი: მე, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამ რეზოლუციას ვაწერ ხელს და ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ხმა მივეცი დოკუმენტს, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს