მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს ხელისუფლებაში, მინიმუმ, საქართველო პროვოკაციული დღის წესრიგის მსხვერპლი იქნებოდა

Read Time:40 Second

დარწმუნებული ვარ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს ხელისუფლებაში, მინიმუმ, საქართველო პროვოკაციული დღის წესრიგის მსხვერპლი იქნებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს ხელისუფლებაში, არ არის გამორიცხული, რომ დღეს ფრონტის ხაზი საქართველოში ყოფილიყო.

„არ გამოვრიცხავ, რომ ფრონტის ხაზი აქ ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ გაცილებით მეტი დაძაბულობა ყოფილიყო აქ, საქართველოსთან მიმართებაში და ცუდ დღეში ვყოფილიყავით. შემთხვევით არ ვამბობთ, მათი პროვოკაციული რიტორიკაც გვახსოვს, მათი ამ პროვოკაციული რიტორიკის შედეგებიც გვახსოვს და ძალიან სწყინთ, ამის პასუხად საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლებს რომ უქვეყნებენ ხოლმე. მათი გაქცეული მთავარსარდალიც გვახსოვს, რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მიწაზე იყო გართხმული, ესეც გვახსოვს და ნუ ბრაზდებიან, როდესაც გაქცევაზე ვლაპარაკობთ. მათი ბელადი იყო ამ დღეში და რა სწყინთ, ვერ გავიგე?! ვინმე რამეს უგონებს?! თუ მოგონილი იყო საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლა, ისიც თქვან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “პარტიაში დუღილია… გახარიას პოლიტიკურ პოზიციებსაც მალე მოისმენთ” – სად არის გახარია?
Next post მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ოღონდ „ქართული ოცნება“ დააზიანონ და აზიანებენ დიდ ეროვნულ ინტერესს