მამუკა მდინარაძე: კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია

Read Time:26 Second

„კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მორიგი კვლევის შედეგები წარადგინა.

მისი თქმით, თუ არჩევნები კვლევის შედეგების მიხედვით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ თბილისელს, ქართულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ მასშტაბური პროექტებით და ყველა რაიონისა თუ უბნის დონეზე გაკეთებული საქმეებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებები განიხილა
Next post ირაკლი ქარსელაძე: ქვეშეთი-კობის გზა კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს