ირაკლი ქარსელაძე: ქვეშეთი-კობის გზა კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

Read Time:1 Minute, 6 Second

დღევანდელი დღე დასაწყისია ქვეშეთი-კობის უმნიშვნელოვანესი პროექტის, რომლის შედეგადაც მივიღებთ გზას, რომელიც კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება. რეალურად ეს არის გზა, რომელიც 1-საათიან მონაკვეთს, იდეალურ შემთხვევაში, გადააქცევს 17-20-წუთიან მონაკვეთად, საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის გათვალისწინებით“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაიწყო 9-კილომეტრიანი გვირაბის ბურღვა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არის – უწყვეტი საავტომობილო გვირაბი, 15 მეტრი დიამეტრის კლდოვან ქანებში.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში უნიკალური გვირაბები იქნება.

,,მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ უსაფრთხო, კეთილმოწყობილი საერთაშორისო სტანდარტის გზა, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი მათ შორის იმ 10 სოფლისთვის, რომლებიც ზამთრის პერიოდში ფაქტობრივად მოწყვეტილი იყვნენ აუცილებელ საჭიროებებს, მათ შორის სამედიცინო მომსახურებებს, მედიკამეტებს, განათლებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი გზების მოწყობა და დაქსელვა, ასევე, ტურისტული ცენტრის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამასთან, პროექტის განხორციელების შემდეგ, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ, განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, თავად სატრანზიტო მიმოსვლა იქნება მეტად უსაფრთხო, ვინაიდან ამჟამად სატვირთო მანქანები რთული რელიეფის ვიწრო გზებით მოძრაობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია
Next post ირაკლი ქარსელაძე – ახალი გზისა და გვირაბის პირობებში ყაზბეგის 10 სოფლის მოსახლეობას არაერთი პრობლემა მოეხსნება