მამუკა მდინარაძე: კარგი იქნება, ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ

Read Time:58 Second
კარგი იქნება, როგორც ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება ბატონი ამირანის გაანცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
 
„გვსურს, გამოვეხმაუროთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რეგულაციები დაიცვან. ვფიქრობ, რომ მოწოდება იყო ძალიან დროული ჩვენი რეაქციაც ამიტომ არის დღეს ჩემი ბრიფინგი. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ ბოლომდე და პოლიტიკურმა პარტიებმა, სუბიექტებმა, ჩვენდა უნებურად, ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ. ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს და ხელს უწყობს პრაქტიკულად ვირუსის გავრცელებას“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პოლიტიკოსებს და ამომრჩევლებს შეხვედრების დროს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. „მოგეხსენებათ, პოლიტიკური პროცესია ახლა ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რომ იყოს უფრო ხშირი შეხვედრები და გარე სივრცეში და იქაც ვიხმაროთ ყველამ პირბადე, როგორც თვითონ პოლიტიკოსებმა, ისევე საზოგადოებამ, რომელსაც ისინი ხვდებიან, რათა მეტი პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მიიღონ ყველა პაციენტი, ვინც ამას საჭიროებს
Next post შალვა კერესელიძე ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა