მამუკა მდინარაძე: კარგად მესმის იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიიღეს, მაგრამ გაუთვლელი გადაწყვეტილებებით შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მივიღოთ

Read Time:39 Second

კარგად მესმის იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიიღეს, მაგრამ გაუთვლელი გადაწყვეტილებებით შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მივიღოთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ გადაწყვეტილებები ნაჩქარევი და გაუთვლელი იქნება, გარკვეულ მეცნიერულ გათვლებზე არდაფუძნებული, ამ შემთხვევაში ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით ცუდ შედეგს და ისევ მოგვიწევს ამ შეზღუდვების შეიძლება უფრო მკაცრი ფორმებით დაბრუნება.

ამიტომ სჯობს, ჩვენ სწორად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები და განვსაზღვროთ პრიორიტეტები. პირველ რიგში ვიწყებთ სკოლასა და ტრანსპორტზე საუბარს, თუ მაგალითად რესტორნებზე, ყველა მნიშვნელოვანია და არც ერთის პრიორიტეტულობაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ აქ თანმიმდევრულობა არის მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ გარკვეული პოზიტიური შედეგებზე ფიქრის საშუალება მოგვცემს. როდესაც 2-3 კვირაში ცუდი შედეგის გარანტია გვაქვს, ჩვენ გვიწევს ხისტი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება“, – განცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია
Next post ივანე მაჭავარიანი – პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა