მამუკა მდინარაძე: ვიმსჯელეთ, რომ თუ ქართულ ვერსიას მხარს ვუჭერთ და ამერიკულს – არა, მაშინ ვენეციაში გადაგზავნას რა აზრი აქვს, ამიტომ პარტიამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო

Read Time:38 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ხალხის ძალასთან“ შეხვედრისას იმსჯელეს, რომ მხოლოდ ქართული, ან მხოლოდ ამერიკული კანონების მხარდაჭერის შემთხვევაში, ვენეციის კომისიაში გადაგზავნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ პარტიამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი შეხვედრის მიზეზი და სამსჯელო თემაც იყო, ორივე ვარიანტი გადაგზავნილიყო თუ არა ვენეციის კომისიაში და მათ ამ წინადადებას ჩვენ დავეთანხმეთ, ბუნებრივია. საერთო ინიციატივა გამოგვივიდა პრინციპში, მსჯელობაში წარმოიშვა ეს ამბავი და აქედან გამომდინარე ვიმსჯელეთ, რომ თუ თავშივე ვიტყვით, რომ ქართულ ვერსიას მხარს ვუჭერთ და ამერიკულს – არა, მაშინ ვენეციაში გადაგზავნას რა აზრი აქვს, ამიტომ მოდი ვიფიქროთ ამერიკული ვერსიის მხარდაჭერაზე. პირველი მოსმენით ორივეს დავუჭერთ მხარს, მაგრამ შემდეგ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. მე პირადად და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს და არა მხოლოდ ბევრ იურისტს განსაკუთრებით ჩვენს გუნდში, მიგვაჩნია, რომ ამერიკული ვერსია არის ძალიან ხისტი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სიტყვა-სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამასაც ეძახიან რუსულ კანონს, რეალურად ჩიხში არიან შესული
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევძელით ის, რომ 2021 წელი, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით