მამუკა მდინარაძე: ვერ დავარწმუნეთ პარტნიორები, რომ სააკაშვილი არ კვდებოდა, გვეუბნებოდნენ, რამდენიმე დღე დარჩაო, დღესაც ვერ ვარწმუნებთ – კანონპროექტი არის ეროვნული

Read Time:53 Second

ვერ დავარწმუნეთ ჩვენ პარტნიორები, რომ მიხეილ სააკაშვილი არ კვდებოდა, გვეუბნებოდნენ, რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი და დემარშით მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და განმარტა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცრუე იყო, მაგრამ ამ სიცრუემ ელჩების დემარში გამოიწვია.

„27 ელჩის შესრულებით მოხდა დემარში, მათ თქვეს, რომ სააკაშვილი კვდება და ეს არის წითელი ხაზი თქვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ცოცხალია ხომ ეს კაცი? რატომ ვერ დავარწმუნეთ მაშინ? ხომ სრული სიცრუე იყო, მაგრამ ამ სრულმა სიცრუემ ჩვენი პატივცემული ელჩების დემარში გამოიწვია. მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან, თუ არ გაათავისუფლებთ სააკაშვილს, ეს იქნება ევროკავშირისთვის წითელი ხაზიო. ამის შემდეგ ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარი გასული კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ჩვენ ვერ დავარწმუნეთ იგივე „წარმატებით“, თუ მის გარეშე ევროკავშირი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა. არადა რამდენიკე თვეში თვითონ დადეს დასკვნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვყოფილვართ პირველ ადგილზე. რატომ ვერ დავარწმუნეთ თქვენი აზრით მაშინ?! იმიტომ, რომ რაღაცების გამო არ დარწმუნდნენ ამაში და დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს. დღესაც არ რწმუნდებიან ჩვენი პარტნიორები, რომ ეს არის ეროვნული, ევროპული სტილის, ამერიკული სტილის კანონი. იგივე მოქმედებს აშშ-ში, იგივე და უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს აშშ-ში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: საოცარია, მაგრამ ამ 33 წლის თავზე მაინც მოგვიწია კიდევ ერთხელ სახალხო შეკრება იმასთან დაკავშირებით – გვინდა თუ არა სუვერენიტეტი
Next post „გამჭვირვალობის კანონი“ არის ქართველი ხალხის ინტერესში, თუმცა, შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა – შალვა პაპუაშვილი