მამუკა მდინარაძე: ეროვნული ინტერესები არის პირველი და ხელისუფლება უნდა იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე და ეს ქვეყანა არის საქართველო

Read Time:52 Second

„ეროვნული ინტერესები არის პირველი და ხელისუფლება უნდა იყოს, ამიერიდან, ჩვენიდან დაწყებული ვინც არ უნდა მოვიდეს, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესების მომსახურე და ეს ქვეყანა არის საქართველო,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მდინარაძემ „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ სხვა მთავარ გამოწვევებთან ერთად არსებობს პატარა ნიუანსი, რაც ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

მისივე თქმით, ინფორმირებული არჩევანი არის ხალხის ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რომ მისი მთავრობა იძულებული გახადოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს.

„გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახლა არის განვითარება, ეროვნული, ფიზიკური, ეკონომიკური უსაფრთხოებაა მთავარი გამოწვევები და ერთ-ერთი პატარა ნიუანსი და რგოლია მათ შორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც ამ დიდ მოქმედებების ჯაჭვში ერთ-ერთი შეიძლება იყოს ამაზე დათანხმება. იმიტომ, რომ ეროვნული უსაფრთხოებაა და ინფორმირებული არჩევანი არის ის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხალხის და არა ხელისუფლების, რაც შეიძლება ბერკეტს წარმოადგენდეს, რომ მან უზრუნველყოს, მისი მთავრობა იძულებული გახადოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. ამის იძულება ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ კარგი იქნება თუ ამის ბერკეტი ხალხს ექნება და არ მოხდება ის რაც დაგვემართა მაგალითად 2012 წლამდე.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ოცნებამ” ირაკლი ხახუბიას ვაჟი, გიორგი ხახუბია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა
Next post თეა წულუკიანი: ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, მათ არაფერი მოსწონთ, რაც არ უნდა კარგი გაკეთდეს ქვეყანაში