მამუკა მდინარაძე: ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით „ხალხის ძალამ“ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილი უკვე გაგზავნა, მეორე კანონპროექტი კი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება

Read Time:31 Second

ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ წერილი უკვე გაგზავნილია, მეორე კანონპროექტი კი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რაზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ დასკვნა გამოგვიგზავნოს. ერთი კანონპროექტი, რომელზეც ეს შესაძლებელი იყო, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტში, თავმჯდომარის სახელზე. მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს და მის გამოწვევის გზებს, მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ეს პროცედურულად გადაწყვეტს საბოლოოდ ამ საკითხს“, – აცხადებს მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსანდრე რაქვიაშვილი: გიორგი ვაშაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ თავისი მოთხოვნებით აქციის დაშლას აპირებდა
Next post მამუკა მდინარაძე: შალვა პაპუაშვილმა უკვე გაგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ