ალექსანდრე რაქვიაშვილი: გიორგი ვაშაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ თავისი მოთხოვნებით აქციის დაშლას აპირებდა

Read Time:34 Second

გიორგი ვაშაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ თავისი ასეთი მოთხოვნებით აქციის დაშლას აპირებდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ეს იყო ძალიან პრიმიტიული პოლიტიკური თამაში და როგორც ყოველთვის, ვაშაძისა და მსგავსი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, არაერთი მიტინგი დაშლილა. ძალიან კარგი, რომ მიტინგზე მოიძებნა ხალხი, რომელმაც სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა მიტინგი. ვაშაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ თავისი ასეთი მოთხოვნებით აქციის დაშლას აპირებდა. რაც შეეხება ადამიანებს, ბუნებრივია, როდესაც მიტინგზე ასეთი გაბრაზებული მიდიხარ და პოლიტიკოსები ტრიბუნიდან რაღაც სისულელეს გეუბნებიან, კიდევ უფრო ბრაზდები“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ აქციაზე მოქალაქეებს მოუწოდა, ალყაში მოექციათ საკანონმდებლო ორგანო. ამ განცხადებას აქციაზე მყოფ მშვიდობიან მომიტინგეთა შორის, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გიორგი ვაშაძე განცხადების გამო გააკრიტიკეს, როგორც პარლამენტთან შეკრებილებმა და ასევე, პოლიტიკოსებმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნაჩო სანჩეს ამორი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოზიტიური ნაბიჯია – დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთიანი ძალისხმევით შეასრულონ პრიორიტეტები, რაც მოიტანს კანდიდატის სტატუსს
Next post მამუკა მდინარაძე: ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით „ხალხის ძალამ“ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილი უკვე გაგზავნა, მეორე კანონპროექტი კი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება