მამუკა მდინარაძე – გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გაიქცა პარლამენტიდან, გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას, დღეს ის გაექცა სატელევიზიო დებატებს

Read Time:47 Second

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან, გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა სატელევიზიო დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრეზიდენტის უარს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის შესახებ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ პრეზიდენტს არ სურს საკუთარ საქმიანობაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას.

„მგონი, ვინც ადევნებს ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს, ვრცელი განმარტება მისთვის საჭირო არ არის. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან სამწუხაროა, გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან, გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე, ამიტომ მან დღეს უარი თქვა ამ დებატებზე. ეს იმას მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ხუთი წლის თავზე, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პრეზიდენტისა, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს თავისი საქმიანობის შესახებ, მას არ უნდა ამ თემაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას“,- განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლიტველები დღეიდან საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებენ
Next post ქართული ღვინის ექსპორტი 36 პროცენტით გაიზარდა