მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს – ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი

Read Time:54 Second

ერთის მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტირად, თითოეულ დეტალთან ჩაყოლით გამოიძიონ საქმე და დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა სინამდვილში, შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს და დასასჯელი დაისაჯოს – ამის შესახებ საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, მეორე მხარეს სამწუხაროდ პარტიული ტელევიზიები არიან, რომელთა ინტერესია, ბოროტტად გამოიყენონ ეს ტრაგედია.

„გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი. ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი, უნდა დავაცადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას კვალიფიკაციასთან, გამოძიების დეტალებთან და მოწმეები დაკითხვასთან დაკავშირებით და აწარმოონ საქმე ისე, რომ ხელი არ შევუშალოთ გარეან ფეიკ-ნიუსებით და მეორე მხრივ, თავი უნდა შეიკავოს, რაც არ უნდა სუბიექტური ინტერესები ჰქონდეს, ყველა პარტიამ და მისმა ტელევიზებმა, რათა ფეიკ-ნიუსებითა და ტყუილებით საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა, რათა საზოგადოება საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს
Next post კახა ბექაური: არაფერში არ გვჭირდება იძულების გაძლიერება, უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი კომუნიკაციის გარეშე დარჩენისგან