კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა, რათა საზოგადოება საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს

Read Time:1 Minute, 3 Second

ჩვენ მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვინაიდან პირდაპირ ლიცენზიის ჩამორთმევით და ავტორიზაციის შეჩერებით , შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები დადგეს მომხმარებლებისთვის და ქვეყანამ ეკონომიკური ზიანი მიიღოს,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და და ჯარიმები გადაუხდელობის შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება, არ არის ეფექტური მექანიზმი, ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს. ,,საქმეც იმაშია, რომ თუ კომისიის გადაწყვეტილება არ სრულდება და ჯარიმებიც არ იქნა გადახდილი, ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება კომისიის მხრიდან ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არსობრივად, ჩვენ ზუსტად ვუწოდებთ, რომ არ ნაცვლდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორის ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მობილური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა სხვა ავტორიზებული პირის მიერ ან ნაცვლდება პირდაპირ. ამიტომ შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები დაგვიდგეს ლიცენზიის ჩამორთმევით და ავტორიზაციის შეჩერებით. ამიტომ ჩვენ მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, რომ ერთი წლის მანძილზე გაფრთხილებამ და სამმა ჯარიმამ შედეგი არ გამოღო აღსრულების მხრივ, ნუ წავალთ პირდაპირ ლიცენზიის ჩამორთმევაზე და ავტორიზაციის შეჩერებაზე, რადგან რამდენიმე ძლიერი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება დადგეს მომხმარებლებისთვის და ეკონომიკური ზიანი მიიღოს ქვეყანამ. ჩვენი მიზანია შემოვიღოთ უფრო მსუბუქი ფორმა დროებითი მმართველის სახით, რათა არ დაზარალდეს საზოგადოება და სახელმწიფო“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა, რათა საზოგადოება საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს
Next post მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს – ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი