მამუკა მდინარაძე: არავის უნდა ვათქმევინოთ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი არ გავაკეთეთ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, იქნებ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი წამოვიდეს მოლაპარაკებებზე და მათთვის სასურველი კანდიდატები წარმოადგინოს

Read Time:52 Second

არაერთი შეთავაზება გვქონდა ჩვენ [ოპოზიციასთან]. მათგან პასუხი არ მიგვიღია და ამიტომ კონსენსუსის შანსი დიდია-თქო რომ გითხრათ უნდა ვთქვა ტყუილი, რასაც არ გავაკეთებ, მაგრამ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ და არავის უნდა მივცეთ საბაბი ვათქმევინოთ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი არ გავაკეთეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობს, მცირე დასაბუთებით ხვალინდელი დღის განმავლობაში წარმოადგინოს მათთვის მისაღები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად კონსენსუსამდე მისვლა სჯობს.

„დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, იქნებ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი მაინც, რომელთა ხმაც ძალიან მნიშვნელოვანია წამოვიდეს მოლაპარაკებებზე, მათთვის სასურველი კანდიდატები წარმოადგინოს და არ გააკეთოს ისე, როგორც სახალხო დამცველის შემთხვევაში მათმა უმრავლესობამ გააკეთა. მაშინ არ იყო კომპრომისისთვის მზაობა, მაშინ არ იყო კონსენსუსის მიღწევის მცდელობა, მაშინ იყო ულტიმატუმი კონკრეტულ ორ კანდიდატზე, რომ თუ მათ არ ავირჩევდით, ჩვენ ვერ ავირჩევდით სახალხო დამცველს, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ამის მცდელობა ბუნებრივია ახლაც იქნება არ დაგიმალავთ, მაგრამ ამ რისკიან გზაზე სიარულს ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით, სჯობს რომ კონსენსუსამდე მივიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში შევეცდებით, რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს გივი ბერიკაშვილის დაბადების დღეა. ის 90 წლის გახდებოდა.
Next post გუბაზ სანიკიძე: ამ ქვეყანაში მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ბედნიერია გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და იქიდან ქვას ისვრის პერიოდულად