გუბაზ სანიკიძე: ამ ქვეყანაში მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ბედნიერია გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და იქიდან ქვას ისვრის პერიოდულად

Read Time:1 Minute, 2 Second

ამ ქვეყანაში მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ბედნიერია გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და იქიდან ქვას ისვრის პერიოდულად – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენი ქოცები თურქეთში ამ არჩევნებში მხარს უჭერენ ერდოგანს, ანუ ვინც ანტიევროპელია ყველას მომხრე არიან ესენი უკვე. ძვირფასო ქოცებო, როგორ უჭერთ ერდოგანს მხარს, რომელმაც აია სოფიაში მეჩეთი აღადგინა, ხომ ხართ მაგარი მართლმადიდებლები კაცო?! მესიის მახვილები ხომ ხართ, რაშია საქმე, რატომ უჭერთ მათ მხარს? იმიტომ უჭერთ, რომ გეშინიათ და გეზიზღებათ ევროპა იმიტომ, რომ ევროპა არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა,  განათლება, კულტურა, ჰიგიენა სოციალურიც და პირადიც და არ გინდათ იმიტომ, რომ, მე ჩემი  კონცეფცია მაქვს, ამ ქვეყანაში არის რაღაცა ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ბედნიერი გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და ქვას ისვრის იქიდან პერიოდულად. გამოქვაბულის მკვიდრები არიან, რა კონსერვატორები, რისი კონსერვატორები, კონსერვატორი იყო ჩერჩილი. სხვათა შორის კონსერვატიზმი თუ გინდათ, ევროპის ნახევარ ქვეყნებში, თუ მეტში არა კონსერვატორები მართავენ, იმათთან რატომ არ გინდათ ურთიერთობა? კეთროვანი ურბანი რომ მოძებნეთ მარტო, რომელსაც მალე დააპანღურებენ ალბათ. უნგრეთთან რა საერთო აქვს საქართველოს, რა გვაკავშირებს? იმიტომ რომ ისიც რუსეთის და პუტინის რელიქტია და თქვენც იმათი რელიქტი ხართ და ქმნით ანტიევროპულ, ანტიდასავლურ გაერთიანებას. 24 წლის არჩევნებში აპირებენ ტრამპისტებად გადაიქცნენ, ანუ რუსეთი რომ გაიმარჯვებს ამის იმედი არ აქვთ, საფრთხის შეგრძნება საკმაოდ რეალისტური აქვს ბიძინას და ამათაც. წინასწარ გიანონსებთ, რუსეთის მარცხის შემდეგ „ქართული ოცნება“ გახდება ტრამპის მომხრე“-  განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: არავის უნდა ვათქმევინოთ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი არ გავაკეთეთ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, იქნებ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი წამოვიდეს მოლაპარაკებებზე და მათთვის სასურველი კანდიდატები წარმოადგინოს
Next post ანა ნაცვლიშვილი: ვსვამ კითხვას – როდესაც მეზობლად სახლობს, აგრესიული მკვლელი, ყაჩაღი, ხულიგანი კარს ღიას ტოვებთ, თუ კეტავთ?