მამუკა მდინარაძე: ადეიშვილის და ჩემი ერთადერთი კვეთა არის ის, რომ მან ჩემს საბრალდებო დასკვნაზე, ჩემს უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაზე თავის დროზე ხელი მოაწერა

Read Time:33 Second

ერთ-ერთი სათაური იყო [ჩემზე], ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყოო. დღემდე იძახიან. ცხოვრების განმავლობაში საერთოდ არ მყავს ნანახი, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს არასოდეს შეხვედრია.

„მეტიც, მისი და ჩემი ერთადერთი კვეთა არის ის, რომ მან ჩემს საბრალდებო დასკვნაზე, ჩემს უკანონო პატიმრობაზე, პოლიტიკურ პატიმრობაზე თავის დროზე ხელი მოაწერა. არც მაშინ მყავდა ნანახი. სხვათა შორის, იქ ეწერა, რომ მე, როგორც გამომძიებელმა (25 წლის ბიჭმა მაშინ) „არ გავითვალისწინე ქვეყანაში არსებული ვითარება“. პოლიტიკურ ვითარებაზე იყო ლაპარაკი. პოლიტმატიმრობის ასეთი მტკიცებულება მეორე ვინმეს თუ გაუგია, მითხრას. ამ საბრალდებო დასკვნას მოაწერა ადეიშვილმა ხელი და დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „ეს ადეიშვილის მარჯვენა ხელი“, „ეს ადეიშვილის ხელის ბიჭი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: საქართველო საჯილდაო ქვად იქცა. ყველას ესმის, რომ გამოჩნდა ქვეყანა, რომელმაც გაბედა და საკუთარი ინტერესები ჰეგემონის ინტერესებზე წინ დააყენა
Next post გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის აზრი აღარავის აინტერესებს. მას აღარავინ არაფერს ეკითხება დიდი ხანია