გოგა ხაინდრავა: საქართველო საჯილდაო ქვად იქცა. ყველას ესმის, რომ გამოჩნდა ქვეყანა, რომელმაც გაბედა და საკუთარი ინტერესები ჰეგემონის ინტერესებზე წინ დააყენა

Read Time:57 Second

იმ შოკში, რომელშიც ახლა მსოფლიო პოლიტიკა იმყოფება, სააკაშვილისთვის არავის სცხელა, მაგრამ საქართველო საჯილდაო ქვად იქცა. ყველას ესმის, რომ გამოჩნდა ქვეყანა, რომელმაც გაბედა და საკუთარი ინტერესები ჰეგემონის ინტერესებზე წინ დააყენა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„შიგნით რომ მათ სათამაშო აღარაფერი აქვთ და გასაგებია ყველასთვის, პირველ რიგში კი, მათი პატრონებისთვის – ფაქტობრივად არ დარჩა არცერთ ქვეყანაში გამოცემა, რომ ერთი და იგივე წერილი არ დაიბეჭდოს. აღარავინ კითხულობს ამ წერილებს, მთავარია სათაური – სააკაშვილი კვდება, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი მოწამლეს. ეს არის ხმაურიანი და ყველა აქცევს ყურადღებას. იმ შოკში, რომელშიც ახლა მსოფლიო პოლიტიკა იმყოფება, სააკაშვილისთვის არავის სცხელა, მაგრამ საქართველო საჯილდაო ქვად იქცა. ყველას ესმის, რომ გამოჩნდა ქვეყანა, რომელმაც გაბედა და საკუთარი ინტერესები ჰეგემონის ინტერესებზე წინ დააყენა. ჰეგემონი ვინ არის, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. დაიმსხვრა მითი დემოკრატიის შესახებ, რომელიც იყო ძირითადი საკვები იმისთვის, რომ თავიანთი ინტერესები გაეტარებინათ, ამიტომ დღეს საჭიროა, გადატეხო ეს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვებსაც მოუნდებათ. ყველა ხედავს, როგორი პრობლემატურია ურთიერთობა უნგრეთთან. ევროკავშირმა საკუთარი წესიც კი დაარღვიეს, მაშინ როდესაც ერთობლივი გადაწყვეტილებაა საჭირო. ასე რომ, ყველაფერი ინგრევა ჩვენს თვალსა და ხელს შორის. ფსევდოლიბერალური ხუხულა დაინგრა. დღეს როგორ დალაგდება, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გადატეხენ იმ ქვეყნების ინიციატივებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები სამართლიანად უნდა დალაგდეს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ფაქტია, რომ თანამედროვე პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა
Next post მამუკა მდინარაძე: ადეიშვილის და ჩემი ერთადერთი კვეთა არის ის, რომ მან ჩემს საბრალდებო დასკვნაზე, ჩემს უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაზე თავის დროზე ხელი მოაწერა