მამუკა ბახტაძე:საბაჟო ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვას უზრუნველყოფს

Read Time:39 Second

“საბაჟო ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვაზე,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 26 იანვარს, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მინისტრის თქმით, უწყება ასევე, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზებას. გასულ წელს, დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობების თითქმის 70%-ის მობილიზება სწორედ საბაჟო ორგანოების მიერ მოხდა.

საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაღალი პროფესიონალიზმის, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 17 თანამშრომელს, მათ შორის, 2017 წლის 22 დეკემბერს ტრაგიკულად დაღუპულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ასევე, ორ სახელმწიფო უწყებას: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) წევრ 180 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყოველ წელს აღნიშნავს. 2018 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღის საერთო სლოგანია – „უსაფრთხო ბიზნესგარემო ეკონომიკური განვითარებისთვის.“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 28-30 იანვარს საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
Next post ზამთრის კურორტებზე 25 კვების ობიექტი დაჯარიმდა