მამუკა არეშიძე რეზოლუციაზე- ვესაუბრე ბრიუსელში კოლეგებს და მათ მითხრეს, რომ რეზოლუციის ტექსტი არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული

Read Time:1 Minute, 7 Second

მამუკა არეშიძე რეზოლუციაზე- ვესაუბრე ბრიუსელში კოლეგებს და მათ მითხრეს, რომ რეზოლუციის ტექსტი არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული

დღეს ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ბრიუსელში და რომ არა ეს საუბარი, ალბათ არ დავთანხმდებოდი ეთერში მოსვლას. ჩემთვის ეს საუბარი ერთგვარი ტესტი იყო. მათ თვითონ მითხრეს, რომ წაიკითხეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დრაფტი და ის არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული. ეს არის მათი სიტყვები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია არა ტექსტი, არამედ ის, თუ როგორ მოიქცევა მთავრობა, რას ეტყვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ისეთებს, რომლებმაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს ან უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრეს – მაგალითად, უნგრეთის ან ხორვატიის ხელისუფლებას.

„დღეს ვესაუბრე ჩემს კოლეგებს ბრიუსელში და რომ არა ეს საუბარი, ალბათ არ დავთანხმდებოდი ეთერში მოსვლას. ჩემთვის ეს საუბარი ერთგვარი ტესტი იყო. მათ თვითონ მითხრეს, რომ წაიკითხეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის დრაფტი და ის არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული. ეს არის მათი სიტყვები. ასეა თუ ისე, არაერთი რეზოლუცია მინახავს, ამიტომ ჩემთვის მთავარია კულუარებში რა კეთდება. სხვათა შორის, ჩვენ მიმართ უკრაინელების ყველაზე აქტიური მხარდაჭერა სწორედ ეს იყო – პირადი კონტაქტების მეშვეობით შევარდნაძემ კუჩმასთან მოაგვარა ის, რომ ვერტმფრენებით დაგვეხმარნენ ლტოლვილების გამოყვანაში. ოპოზიციის არგუმენტები იმისთვისაა, რომ ჭიქაში ქარიშხალი ატეხოს. მთავარია არა ტექსტი, არამედ ის, თუ როგორ მოიქცევა მთავრობა, რას ეტყვის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ისეთებს, რომლებმაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს ან უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრეს – მაგალითად, უნგრეთის ან ხორვატიის ხელისუფლებას. ოპოზიციას ეს ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ასეთია ნარატივი“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა
Next post „უნდა შემოგივარდეთ შიგნით და გაგიმწაროთ ცხოვრება“ – ნათელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას