ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა

Read Time:21 Second

ევროპის წამლის სააგენტომ კომპანია „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები Paxlovid ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ევროპის წამლის სააგენტო რეკომენდაციას უწევს Paxlovid-ის აბების გამოყენებას „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ ზრდასრულებში, რომლებიც დამატებით ჟანგბადის მიწოდებას არ საჭიროებენ და რომლებიც დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკის წინაშე არიან.

კომპანია „ფაიზერის“ მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს 90 პროცენტით ამცირებს, თუ მათი მიღება სიმპტომების გამოვლენის პირველ დღეებში ხდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: ვინც სულ ცოტა ხნის წინ, ვითომ შშმ პირთა უფლებებზე აღშფოთდნენ და მაინც, “უნარშეზღუდულებს” გვიწოდებდნენ, ახლა დუმან…
Next post მამუკა არეშიძე რეზოლუციაზე- ვესაუბრე ბრიუსელში კოლეგებს და მათ მითხრეს, რომ რეზოლუციის ტექსტი არის ზომიერი, დინჯი და გააზრებული