მამა პეტრე: ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი, ყველას არ ჰყავს 100 000 დოლარიანი ჯიპები…

Read Time:50 Second

ჯერ სულიერი ჩუქი ჩაგვიქრეს, ოცნება მოგვიკლეს – ხელისუფლებამ მოგვიკლა. არ გაბედოს და ვიღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო. მე ვიბრძვის სიმართლისთვის და არავის მხარე არ მაინტერესებს… – ამის შესახებ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა, სვეტიცხოვლის საკათრედრო ტაძარში მოღვაწე მამა პეტრემ(პეტრე კოლხი) გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური სპექტრი. არ მინდა ჩემს ქვეყანაში რეალური ადამიანები რეალურად კვდებოდნენ რეალური შიმშილით. ეს არის ხელისუფლების ბრალი. მარტო შვილებს და ჩემს ოჯახს არა, მარტო ჩემს შვილებს და ათასობით ოჯახს ახალი წლის მერე შუქი ჩაუჭრეს იმიტომ, რომ კომუნალური ვერ გადავიხადეთ.

ჯერ სულიერი ჩუქი ჩაგვიქრეს, ოცნება მოგვიკლეს – ხელისუფლებამ მოგვიკლა. არ გაბედოს და ვუღაცამ ვიღაცას არ დაურეკოს საპატრიარქოში, ეს გიჟი მღვდელი გააჩუმეთო. მე ვიბრძვი სიმართლისთვის და არავის მხარე არ მაინტერესებს…

ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი. მე ვიცი რომ ამას ყველა ვერ გაახმოვანებს. ყველას არ ჰყავს 100 000- დოლარიანი ჯიპები! ხალხნო,  ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ. მე ვიცნობ სასულიერი პირის ოჯახებს, რომლებიც მხოლოდ ჯვრის წერის შემოსავალზე, ნათლობაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ პანდემიამ ბოლო მოუღო ჯვრის წერას. რითი იცხოვროს იმ მღვდლის ოჯახმა ვისაც 12 შვილი ჰყავს?

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩერგოლეიშვილი: გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება – ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ
Next post ჭანტურია კაზინოების აკრძალვაზე: პირდაპირ მინდა ვუთხრა მშობლებს, თქვენს შვილებს მოუწევთ, სადმე ბნელ სადარბაზოში თამაში