თამარ ჩერგოლეიშვილი: გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება – ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ

Read Time:50 Second

ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ – ჩემი ბაბლის ნაწილს.
ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ.
ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით). – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩრგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია.
პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ).
ნუ ამახინჯებთ ისტორიას – თუნდაც უახლესს.

გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება.

და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება – ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ.
ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია.
რა ყაზახეთი?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს ტელეფონით ესაუბრა
Next post მამა პეტრე: ჩვენ ქვეყანაში სამღვდელოების 80% კვდება მშიერი, ყველას არ ჰყავს 100 000 დოლარიანი ჯიპები…