მალხაზ თორია: ცეცხლის ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს

Read Time:54 Second

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დღის განმავლობაში 40ზე მეტ ლოკაციაზე ხანძარი დაფიქსირდა.

ძირითადად ცეხლი  ბალახს და ეკალბარდს უკიდია. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება.

ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სამუშაოები, პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის

მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია პირადად გაეცნო და

მეხანძრე მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

,,ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს.

სამწუხაროდ სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლიც.

ამ დროისთვის გვაქვს 19 აქტიური კერა, ლოკალიზებულია

8 ლოკაცია და ლიკვიდირებულია 11 ლოკაციაზე ცეცხლი.

ყველა შემთხვევაზე მომხდარია მოხდა დროული რეაგირება,

რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს.

ყველა ლოკაციაზე ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს, როგორც სალოკალიზაციო,

ასევე სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან,

აჭარიდან და იმერეთიდან მოხდა დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.

ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს თუმცა

ჩვენი მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც სახეზე გვაქვს“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით,

ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მრავალწლიან ნარგავებსაც,

ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები,

რის გამოც გარკვეულ უბნებში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობდა,

თუმცა ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადების მუშაობის შედეგად ელექტრო მომარაგება ადმინისტრაციულ ერთეულებს აღუდგა.

ამჟამად რეგიონის ხუთი სოფელის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს: თქვენ დღეს ამ ტრიბუნასთან ბიზნესომბუდსმენი ხართ, თუ დეპუტატი
Next post საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა