0 0
Read Time:34 Second

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას  მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ რეალობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე და მის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ როლზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ხაზი გაუსვა აკადემიური წრეების და დარგის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობას ტრანსფორმაციის პროცესში.

კონფერენციაში იურისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები საქართველოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები