მაკა ბოჭორიშვილი: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ამიტომ შემოიპარა – მისი ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა

Read Time:53 Second

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ა,მიტომ გადაწყვიტა საქართველოში შემოპარვა. მისი საქართველოში ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის საპატიმროში წასასვლელად არ შემოსულა საქართველოში, ის ფიქრობდა რომ სცენაზე დადგებოდა და არა იქ, სადაც დღეს არის. მაგრამ ამ ყველაფრის უკან რაღაც მიზანი დგას ან რაღაცისთვის კეთდება ეს ყველაფერი და არის კითხვა – რა არის ეს და რატომ ასეთი ქმედებები. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ქართული სახელმწიფო ზიანდება, ზიანდება საქართველოს რეპუტაცია, რადგან კამპანია, რომელშიც უამრავი თანხა იხარჯება, რომ სააკაშვილის სახელით შეურაცხყონ საქართველო და ეს ადამიანი გამოყენებულია ამისთვის.

იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის საქართველოში ტრანსპორტირება მოხდა, მაშინ ყველა აქტიურად საუბრობდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, რუსეთი უკრაინაში აგრესიას განახორციელებს. ეს მოულოდნელი თემა აღარ იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ამ სიტუაციაში სააკაშვილის ტრანსპორტირება საქართველოში, მისი მცდელობა, რომ არჩევნების დროს რაღაც აერიათ – ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. მე არ ვიცი ამ მიზნებში თუ გეგმებში ვინ მონაწილეობს, მაგრამ ფაქტები ასე გვკარნახობს, რომ ამ ყველაფრის უკან კარგი ინტერესები არ დგას და ეს ინტერესები საქართველოს კეთილდღეობისკენ მიმართული არ არის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართული საგანძური მთებში და უნიკალური გემოები – შთამბეჭადვი ფოტორეპორტაჟი „მთის დღეების” ღონისძიებიდან
Next post ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა უკრაინისგან ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება, მათ შორის უკრაინის რადას ახალი განცხადება, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში