ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა უკრაინისგან ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება, მათ შორის უკრაინის რადას ახალი განცხადება, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

Read Time:25 Second

გახსოვთ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები, მართალია, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უკრაინელი მაღალჩინოსნები პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეებში არასწორი მიმართულებით ჩარევის მცდელობაა, რაც, უბრალოდ, არასწორია. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი. ამას ვპირდებით ყველას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილს საქართველო ძალიან მოენატრა და ამიტომ შემოიპარა – მისი ჩამოსვლა რაღაც მიზანს ემსახურებოდა
Next post გიორგი ბარამიძე: საქართველოს მოღალატეები, პუტინის გეგმის შემსრულებლები, საქართველოს მეგობრებს ბოდიშის მოხდას სთხოვენ