მაია მიმინოშვილმა განათლების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ჩატარება ონლაინფორმატში შესთავაზა

Read Time:1 Minute, 8 Second

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. მათ შორის ონლაინფორმატიც. ამ საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ილაპარაკა.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის გამოცდილებას, მე არ მსმენია ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა, რომელიც ე.წ. ონლაინ რეჟიმში ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ყველაფერი პირველად იქმნება და რატომაც არ უნდა ქონდეს ამბიცია საქართველოს, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა შეიქმნას. მით უმეტეს, გვაქვს მცირე შერჩევაზე, მაგრამ მსგავსი პროექტი – „კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

მისი თქმით, ასევე შესაძლებელია საგამოცდო ცენტრების გაზრდა. 1ისე, რომ აბიტურიენტს არ დასჭირდეს დისტანციების გავლა, რომ გამოცდა ჩააბაროს. მეორე – სრულიად შესაძლებელია სესიების რაოდენობა გაიზარდოს. აქამდე 9 საათზე იწყებოდა და მხოლოდ 2 სესია გვქონდა, ანუ საგამოცდო ცენტრში გარკვეული რაოდენობა დავუშვათ აბიტურიენტების და კონვეიერული წესით შევიყვანოთ აბიტურიენტები შემდეგ სესიაზე. პირობითად ვამბობ, 20 აბიტურიენტი 9 საათზე, კიდევ 20 აბიტურიენტი და ა.შ. როცა დაასრულებენ, სხვა გასასვლელიდან გავლენ და ერთმანეთთან აბიტურიენტებს შეხება არ ექნებათ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, თუმცა პრობლემა დაძლევადია“, – აღნიშნა მიმინოშვილმა.

მისი თქმით საგამოცდო ცენტრად სტადიონის გამოყენებაცაა შესაძლებელი. „ამასთან, ყველა სკოლა შეგვიძლია გამოვიყენოთ საგამოცდო ცენტრად. თქვენ ახსენეთ სტადიონები, ეს ის ქვეყნებია, სადაც გაცილებით მეტია აბიტურიენტთა რაოდენობა, ვიდრე ჩვენთან. დაახლოებით 40 ათასია ჩვენს შემთხვევაში. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკური ნაწილი ისე ავაწყოთ, რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, სისტემა შევინარჩუნოთ, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ ერთ შენობაში ბევრი ადამიანი არ იყოს“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ასე წარმატებულად ვებრძვით პანდემიას
Next post საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი განიკურნა, სულ – 207