ლუკა სირაძის დაღუპვის გამო ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხეს საზეიმოდ აღარ აანთებენ

Read Time:22 Second

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ Facebook-ზე დაწერა.

ღონისძიება 21 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. ჭიღვარიას განმარტებით, ამის მიზეზი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება გახდა.

 

 15 წლის ლუკა სირაძე გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა გამოჰკითხეს. როგორც სირაძის ადვოკატმა განაცხადა, მოზარდს ემუქრებოდნენ და დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. სირაძეს „მწვანე სკოლის“ შენობის კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდნენ.მოზარდი სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
Next post “თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით როგორ დახვდებით” – ზაზა სარალიძე ემოციურ ფოტოს აქვეყნებს