ლილუაშვილი სააკაშვილზე: ის მარტო არასდროს იმყოფებოდა, ის გადაადგილდებოდა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც აყვანისას იყო მომატებული საფრთხე

Read Time:1 Minute, 17 Second

“თქვენ ელოდებით ჩემგან სერიოზულ პასუხს ამ არასერიოზულ შეთავაზებაზე? თან ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი. მისი ეს წამონასროლი ფრაზა აბსოლუტურად გამოხატავს მის ემოციას ამ სამსახურისადმი” – ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა “ღამის კურიერთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, რომლის მიხედვით, სუსის შენობაში ღამის კლუბი უნდა გაიხსნას.

“თქვენ ელოდებით ჩემგან სერიოზულ პასუხს ამ არასერიოზულ შეთავაზებაზე? თან ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი. მისი ეს წამონასროლი ფრაზა აბსოლუტურად გამოხატავს მის ემოციას ამ სამსახურისადმი. ვინაიდან ეს სამსახური არ მისცემს არასოდეს არცერთ დამნაშავეს, არცერთ დესტრუქტორს თავისი ქმედების განხორციელების საშუალებას და ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ და სწორედ ეს გახლავთ მათი და კონკრეტულად ამ პიროვნების განაწყენების მთავარი საფუძველი,” – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვას – თუ როდიდან ჰქონდა ინფორმაცია სუს-ს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა, გრიგოლ ლილუაშვილმა, უპასუხა, რომ უწყებას ინფორმაცია იმ მომენტიდანვე ჰქონდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილმა არაკანონიერად გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

“ტარდებოდა დაკავების ოპერატიული ღონისძიება და შეირჩა სწორედ ის ადგილი და დრო, სადაც ის იმყოფებოდა მარტო და ნაკლები იყო შანსი ფიზიკური დაპირისპირებისა. მთავარი თქვენთვის არის ის თუ როდის გახდა ცნობილი თუ შედეგი, რომელიც სახეზეა? ის მარტო არასდროს იმყოფებოდა, ის გადაადგილდებოდა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც აყვანისას იყო მომატებული საფრთხე, მე ისიც მინდა გითხრათ, რომ შსს-მ ოპერაცია ჩაატარა ძალიან მაღალ დონეზე, შეძლეს კარის გაღება გასაღებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა დეტალი მაქსიმალურად იყო დაზღვეული სავარაუდო გართულებისგან,”- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კითხვაზე მომატებული საფრთხეში იგულისხმება, თუ არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის თანმხლები პირები შეიარაღებულები იყვნენ, გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა:

“ამას გამოძიება დაადგენს, შეიძლება თანმხლები პირები, უშუალოდ მის მანქანაში არ ფლობდნენ შეიარაღებას, მაგრამ შეიძლება თანმხლებმა პირებმა გარკვეული დისტანციით გადაადგილება აწარმოონ, ასე რომ ეს რისკები იყო გათვლილი.”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრიგოლ ლილუაშვილი – ჩვენი თვითმიზანი არ არის მხოლოდ უკანონოდ დაკავებული პირების მშვიდობით გამოხსნა, არამედ არის ოკუპაციის, საერთო პრობლემის გადაწყვეტა
Next post ზაალ უდუმაშვილი – ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის განადგურება – მასობრივი შიმშილობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს