0 0
Read Time:1 Minute, 46 Second

პრაღაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 8-10-12-14-16-18 წლის ასაკის გოგონებს და ბიჭებს შორის.

8 წლის ასაკის გოგონათა შორის 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ლილე სვანაძე.

14 წლის ასაკის გოგონათა შორის 7,5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა მარიამ კალანდაძემ. იგი ნახევარი ქულით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ სერბ ვერა ვუიოვიჩს, რომელსაც ბოლო ტურში ოთხი სვლის შემდეგ შეუთანხმდა ყაიმზე.

ამავე ასაკის გოგონებში 7 ქულის ბრინჯაოს მედალი კესარია მგელაძემ მოიპოვა, ხოლო ბარბარე აშოთია და თეკლა კოღუაშვილი 6-6 ქულით მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე ადგილებზე გავიდნენ.

16 წლის ასაკის გოგონათა შორის შვიდ-შვიდი ქულა ექვსმა მოჭადრაკემ დააგროვა. , მარიამ ცეცხლაძე კოეფიციენტების ცხრილით მე-4 ადგილზე გავიდა.

ამავე ასაკში ანასტასია კირთაძე 6 ქულით მე-12 იყო

სხვა ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები

10 წლის ასაკის გოგონები (73 მონაწილე)
მარაიმ რეხვიაშვილი – 6,5 ქულა, მე-6 ადგილი
სარა სალთხუციშვილი – 5,0 ქულა, 28-ე ადგილი

12 წლის ასაკის გოგონები (93 მონაწილე)
თეა რუსიტაშვილი – 4,5 ქულა, 43-ე ადგილი
ანასტასია ჭიჭინაძე – 4,5 ქულა, 44-ე ადგილი

18 წლის ასაკის გოგონები (84 მონაწილე)
ლულუ დიასამიძე – 4,5 ქულა, მე-40 ადგილი
მარიამ სიჭინავა – 4,5 ქულა, 47-ე ადგილი

8 წლის ასაკის ბიჭები (79 მონაწილე)
ცოტნე ნანავა – 4,0 ქულა, 48-ე ადგილი

10 წლის ასაკის ბიჭები (113 მონაწილე)
ლაზარე ჩხარტიშვილმა – 5,5 ქულა, 28-ე ადგილი

12 წლის ასაკის ბიჭები (114 მონაწილე)
გაბრიელ გაბადაძე – 6,0 ქულა, მე-18 ადგილი
დავით თათვიძე – 5,5 ქულა, 30-ე ადგილი
რატი დიასამიძე – 3,5 ქულა, 87-ე ადგილი
ალექსანდრე თავბერიძე – 3,0 ქულა, 101 ადგილი

14 წლის ასაკის ბიჭები (142 მონაწილე)
ანდრია კვირიაშვილი – 6,0 ქულა, მე-20ადგილი
გაგა გვასალია – 5,5 ქულა, 36-ე ადგილი

16 წლის ასაკის ბიჭები (147 მონაწილე)
დავით ნემსაძე – 6,0 ქულა, მე-18 ადგილი
ლუკა კილაძე – 5,5 ქულა, 27-ე ადგილი
გიორგი ჭანტურია – 4,0 ქულა, 102-ე ადგილი

18 წლის ასაკის ბიჭები (126 მონაწილე)
ნიკოლოზ შამათავა – 5,0 ქულა, 41-ე ადგილი

სულ, გოგონათა და ბიჭების ასაკობრივი ჯგუფებში გათამაშებული 12 ოქროს მედლიდან სამი პოლონელებმა (2 გოგონებში და ერთი ბიჭებში), ორი კი ფრანგებმა (ორივე ბიჭებში) დაისაკუთრეს. თითო-თითო ოქროს მედალი მოიპოვეს ჩეხეთმა, თურქეთმა, ინგლისმა, ისრაელმა, სერბეთმა, უკრაინამ და რუმინეთმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები