ლიზ ტრასი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის

Read Time:23 Second

საუკეთესო გზა ცის დასაცავად ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებაა, რომლის უკრაინისთვის მიწოდებასაც გაერთიანებული სამეფო აპირებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო არ ცდილობს არასაფრენი ზონის მოწყობას საევაკუაციო დერეფნების თავზე, ვინაიდან ეს გამოიწვევს პირდაპირ კონფრონტაციას ნატო-სა და რუსეთს შორის.

ტრასის განცხადებით, ბრიტანეთი ემხრობა SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის სრულ ჩახსნას და მიაჩნია, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უნდა დაასრულონ რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის შედეგად 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა
Next post ზახაროვა ევროპას – როდის გაჩერდებით?