შაბათი, მაისი 24, 2025

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ღრმად ვართ შეშფოთებული ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო და მას სოლიდარობას ვუცხადებთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ოპოზიციური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არის გზა, რომელიც არსად მიდის. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“ – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ნაპოლის“ ჩემპიონობაში წვლილი ხვიჩა კვარაცხელიასაც მიუძღვის – იტალიური გამოცემა

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია, რაშიც თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა პირველი წრე იტალიურ კლუბში გაატარა, 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირების ხუთეულშია – ამის შესახებ გამოცემა „არეანაპოლი“ წერს.„„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა. ანტონიო კონტეს გუნდმა წარმატებას „სტადიო მარადონაზე“ „კალიარის“ (2:0) დამარცხებით მიაღწია და „ინტერს“ ერთი ქულით გაასწრო.„ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სახით განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავდა – ქართველი თავდამსხმელი გუნდის წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „Forza Napoli Sempre“ – დაწერა ხვიჩამ და გუნდის ზეიმის ვიდეო გამოაქვეყნა.ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით პირველ წრეში ხუთი გოლი გაიტანა, იანვრში კი პსჟ-ში გადავიდა. „ნაპოლის“ ამ სკუდეტოში მისი წვლილიც არის. კვარაცხელია გუნდის ბომბარდირთა შორის მეხუთე ადგილზე გავიდა, ლუკაკუს, მაკტომინეის, რასპადორისა და ანგისას შემდეგ“, – წერს „არეანაპოლი“. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონის ოქროს მედალს ვერ მიიღებს, რადგან სერია A-ს რეგლამენტის მიხედვით, მედლები მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, ვინც გაჩემპიონების დროს გუნდის განაცხადში იყვნენ.ხვიჩამ იტალიური კლუბი იანვარში დატოვა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 24 მაისს საფრანგეთის თასისთვის იბრძოლებს, ხოლო 31 მაისს – ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება.

ამ წუთებში სართიჭალაში ძლიერი სეტყვაა – კადრები ადგილიდან

ამ წუთებში სართიჭალაში ძლიერი სეტყვაა.კადრებს ადგილიდან „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. 

26 მაისთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისთან დაკავშირებით, საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ოფისში მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა.„საკმაოდ დიდი ხანია, ვემზადებით 26 მაისისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებლობის დღა და გვინდა, საკადრისად აღვნიშნოთ. დღეს გვქონდა ერთ-ერთი ბოლო საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გავიარეთ ბოლო საკითხები ამ დღის საორგანიზაციო თემატიკასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას, შემოგვიერთდეს. ეს დღე იქნება სახალხო, ერთიანი, დატვირთული იქნება შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკით, ამიტომ მთელ საზოგადოებას გვინდა, რომ ეს დღე ერთად აღვნიშნოთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, გიორგი ჭანტურიამ.

შსს-მ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.ამის შესახებ უწყებაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს.მანამდე, “ლელო - ძლიერმა საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ."დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” - როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას,"- აღნიშნულია “ლელო - ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.

ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი – ზვიად შალამბერიძე რადიკალებზე

ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ რადიკალებთან დაკავშირებით.მისივე თქმით, მათ შორის ყველა ლიდერი ცდილობდა, რომ თავის ინტერესებზე მოერგო პარტიული სიები იქნებოდა, ერთიანი სიები იქნებოდა თუ რაც იქნებოდა.„რამდენიმე თვით უკან გადავინაცვლოთ. ის მოჩვენებითი ერთობა და ერთიანობა რაც თითქოს წინასაარჩევნოდ შარშან დაიწყეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი. მათ შორის ყველა ლიდერი ცდილობდა, რომ თავის ინტერესებზე მოერგო პარტიული სიები იქნებოდა, ერთიანი სიები იქნებოდა თუ რაც იქნებოდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე მივიღეთ ის მოცემულობა, რომ მაინც ცალ-ცალკე მოუწიათ გასვლა არჩევნებზე და ცალ-ცალკე მიიღო მონაწილეობა ოთხმა პარტიამ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი. ეს მათი ერთობა არის მოჩვენებითი. შესაბამისად, ის ფაქტიც, რომ ესენი ერთიანი ვერ იქნებოდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ არავინ გადაიხდიდა გირაოს, ყველა ერთიანად გამოუცხადებდა ბოიკოტს და ა.შ. ესეც არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი. თავიდან ბოლომდე ველოდით, რომ ასეთი ქაოსური გადაწყვეტილებები იქნებოდა მათ მიერ მიღებული. დასტურდება კიდეც იმით, რომ ამ შემთხვევაში სამმა პარტიამ გადაწყვიტა არ შემოსულიყო პარლამენტში, ერთმა ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა შემოვა თუ არა. ორმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ვითომ მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 4 ოქტომბერს, დანარჩენები თითქოს არ ფიქრობენ მიღებას, მაგრამ ამავე დროს რეგიონებში დადიან და შესაბამისად, რაღაც საფუძველს ამზადებენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. თან აღიარებენ, თან არ აღიარებენ. ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, რომ ეს ასე იქნებოდა. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი, რომ მათი ერთიანობა არის ილუზია და მათი ერთიანობა არის რეალურად ის, რაც ვერასდროს განხორციელდება. აქედან არის გამომდინარე ზუსტად მათი გადაწყვეტილებები, რომ ზოგი იხდის გირაოს, ზოგი არ იხდის და ა.შ.“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ბოლო სიახლეები