ლევან ხაბეიშვილი: ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყოს აქცია. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, უნდა ვიბრძოლოთ

Read Time:38 Second

ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყოს აქცია. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, უნდა ვიბრძოლოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის სამოქმედო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყოს აქცია. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. მესმის, რომ საზოგადოება ფიქრობს, რომ აი, რაღაც ცოტანი არიან – 100-200. ჩვენნაირად ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. უბრალოდ, იმედი აქვს დაკარგული. ეს იმედი უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები პარტიის სამოქმედო გეგმას განსხვავებულად ხედავენ. შიმშილობა, აქციები და მანდატების დატოვება – საერთო პოზიციაზე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ვერ თანხმდებიან. თუმცა გუნდში ყველა იზიარებს მოსაზრებას , რომ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა დაიხსნას და სამკურნალოდ, საზღვარგარეთაც გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით პარტიის წევრთა ნაწილი უკვე მეხუთე დღეა, პარლამენტში შიმშილობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური გეგმები, სააკაშვილის პარტიაში არსებულ კრიზისს, გავლენებისა და ფინანსებისთვის ბრძოლას უკავშირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: ჩვენს ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ასევე, ჰააგაში
Next post დიმიტრი ხუნდაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატი „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს გამარჯვებით შეცვალა