დიმიტრი ხუნდაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატი „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს გამარჯვებით შეცვალა

Read Time:1 Minute, 0 Second

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი გამარჯვებაა, რათა დროებით ოკუპირებული ტერიტორიები მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ.

„პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას და განსაკუთრებით იუსტიციის ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს. თეა წულუკიანის როლი განსაკუთრებით დიდი და გადამწყვეტია ამ საქმეში.

ეს იყო ურთულესი და დიდი შრომა, რაც ჩაიდო ამ პროცესში. საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშავილის ხელმძღვანელობით, განწირული ჰყავდა ქვეყანა მარცხისთვის. მათ ხელი მოაწერეს ისეთ დოკუმენტს, სადაც საქართველო თანაბრად დამნაშავე გამოდიოდა რუსეთთან ერთად აგვისტოს ომში და სადაც ომის დაწყება სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებამ ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალა.

მრავალწლიანმა შრომამ ჰააგის სასამართლოს თანამშრომლებთან ერთად და პრინციპულმა, ნამდვილმა პატრიოტულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო, საქართველომ ეს პროცესი მოიგო. ეს არის რეალური გზა ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დასაბრუნებლად და რუსეთის წინააღმდეგ სამართლიანი გზით საბრძოლველად.
სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებმა ცხადყო, თუ ვინ არის რეალურად რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. სააკაშვილის მთავრობამ ჯერ რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიების 20%, ხოლო შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოებში ცდილობდნენ ამ დანაშაულის გაფერმკრთალებას, მათ ომის დაწყებაზე რუსეთთან ერთად პასუხისმგებლობა საქართველოსაც დააკისრეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელმწიფოებრივი ღალატი „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს გამარჯვებით შეცვალა. რუსეთთან სამართლებრივად უკვე გავიმარჯვეთ, ახლა კი გზა ხსნილი გვაქვს მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი: ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყოს აქცია. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, უნდა ვიბრძოლოთ
Next post ნიკა მელია: პროტესტის ყველა ფორმა და მეთოდი იქნება გამოყენებული