ლევან ხაბეიშვილი – ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“

Read Time:33 Second

ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელვაჩაურში განაცხადა.

„საბანკო ოლიგარქია, „მაფია“, ფაქტობრივად, „წეწავს ხალხს“. ეს აწუხებს ხელვაჩაურის მოსახლეობას. დაბალი ანაზღაურება, ხელფასები, შემოსავალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ბათუმისა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელი ათი მეტრი ხიდი ვერ გააკეთეს. უკიდურესად სერიოზული პრობლემები აქვთ ადგილობრივებს და, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა.

ჩვენ ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქში, რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ, ფაქტობრივად, არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“. მესმის, რომ შეიძლება ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ, დიახ, გვჭირდება დიდი მობილიზება, რათა დავამარცხოთ რუსული პარტია, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ჟორჟოლიანი: “ცენტრ პოინტის” დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება
Next post ნანა კაკაბაძე: აშკარა გახდება, რომ ნატო მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი ტერიტორიების დაცვის სამხედრო ორგანიზაციას წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკით, ნატო მალე ყოველგვარ მიზიდულობას და ავტორიტეტს დაკარგავს