ლევან ხაბეიშვილი – ვაპირებ, გურჯაანში ვითარება პირად კონტროლზე ავიყვანო, ვიდრე დაზარალებული ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული

Read Time:39 Second

მე პირადად ვაპირებ, გურჯაანში ვითარება პირად კონტროლზე ავიყვანო, ვიდრე დაზარალებული ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილი გურჯაანში ჩავიდა, რომელიც ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზარალა.

ხაბეიშვილის თქმით, სარეზერვო ფონდებიდან უნდა გამოიყოს სასრწაფოდ თანხა დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

„ამას გურჯაანის მერია და გუბერნია ვერ ეყოფა. სრულიად მთავრობის წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ აქ. სარეზერვო ფონდებიდან უნდა გამოყონ თანხა. დღესვე უნდა დაიწყოს მოსახლეობის ზარალის აღწერა, მათ შორის, თანხობრივად რა ზიანი აქვს გურჯაანს მიყენებული. მერი და გუბერნატორი აქ ვერაფერს ვერ გადაწყვეტენ, მოვიდნენ და წავიდნენ, არ ნიშნავს ამით, რომ საქმე გაკეთდება. ხვალიდან იქნება დამატებით უსერიოზულესი სამუშაო. სარეზერვო ფონდებიდან სასწრაფოდ უნდა გამოიყოს თანხა. ძალიან ბევრი ავტომობილი წყალს მიჰქონდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწრაფად მობილიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ ადგილზე. მე პირადად ვაპირებ, პირად კონტროლზე ავიყვანო ეს საქმე, ვიდრე ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ხაბეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა: დღეს „ოცნება“თავისი პარტიული „ზონდერების“ გამოყენებით აქცია-პერფორმანსს აპირებდა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გადაიფიქრეს
Next post ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს