თინა ბოკუჩავა: დღეს „ოცნება“თავისი პარტიული „ზონდერების“ გამოყენებით აქცია-პერფორმანსს აპირებდა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გადაიფიქრეს

Read Time:26 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის სტუმრებს პარტიულ ზონდერებს უწოდებს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შშმ ბავშვების თანდასწრებით მოწყობილ პერფორმანსს ამართლებს, მმართველი გუნდის დადანაშაულებას შეეცადა. თინა ბოკუჩავა ამტკიცებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ პროვოკაციისათვის საკანონმდებლო ორგანოში მომხრეები ჰყავდა მობილიზებული. რეალურად ე. წ. პროვოკატორები ექსკურსიის წარმომადგენლები იყვნენ. ტრადიციულად, პარლამენტი დღის განმავლობაში ასეთ რამდენიმე ჯგუფს მასპინძლობს. სტუმრების ზონდერებად მოხსენიებას, უმრავლესობის მწვავე შეფასებები მოჰყვა.

„დღეს „ოცნება“თავისი პარტიული „ზონდერების“ გამოყენებით აქცია-პერფორმანსს აპირებდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. შეიძლება ჟურნალისტებმაც იხილეთ გარკვეული პირები, რომლებიც საკმაოდ დაბნეულები დადიოდნენ პარლამენტის შენობაში. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გადაიფიქრეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა
Next post ლევან ხაბეიშვილი – ვაპირებ, გურჯაანში ვითარება პირად კონტროლზე ავიყვანო, ვიდრე დაზარალებული ხალხი არ იქნება დაკმაყოფილებული