ლევან ხაბეიშვილი: გურჯაანში მერისგან ჩავიბარე ანგარიში, მან მიიღო კონკრეტული დავალებები და ჩვენ ამის მონიტორინგს განვახორციელებთ

Read Time:29 Second

გურჯაანში მერისგან ჩავიბარე ანგარიში, მან მიიღო კონკრეტული დავალებები და ჩვენ ამის მონიტორინგს განვახორციელებთ. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გურჯაანელების პრობლემა აყვანილი ჰყავს პირად კონტროლზე  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„გურჯაანში მოხდა სტიქია, ამ ადამიანებს სჭირდებათ სწრაფად დახმარება. ვხედავთ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ ხელისუფლება სწრაფად არ რეაგირებს, ამიტომ მერისგან ჩავიბარე ანგარიში, მერმა მიიღო კონკრეტული დავალებები და ჩვენ ამის მონიტორინგს განვახორციელებთ, რომ ხალხის ბიუჯეტი მოხმარდეს ხალხს. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გურჯაანელების პრობლემა აყვანილი ჰყავს პირად კონტროლზე. ყველა ჯერზე,სანამ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება, დიახ, ვიქნებით გურჯაანში, შევაწუხებთ ადგილობრივ ხელისუფლებასაც, შევაწუხებთ ცენტრალურ ხელისუფლებასაც და უზრუნველყოფთ საქმის მონიტორინგს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
Next post ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს